|
2024-04-15 15:11:29, 298 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ მუხიანში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანში, IV ბ მიკრორაიონის N33 კორპუსის მიმდებარედ, სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მუხიანში, IV ბ მიკრორაიონში, ახალი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს არის 2 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა მოქცეული. აქაურობა წლების განმავლობაში მიტოვებული და მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პროექტის შედეგად, ყველაფერი მოწესრიგდება - ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, დასასვენებელი სივრცეები, საბავშვო ატრაქციონები, ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა. ასევე, სარწყავი და განათების სისტემები დამონტაჟდება. საბოლოოდ, ძალიან კარგი პროექტია, რომელიც სექტემბერში დასრულდება. მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცე შეემატება ჩვენს დედაქალაქს. მსგავსი სივრცეების მოწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და ასეთ სამუშაოებს მომავალშიც განვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე. სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყობა. ჩატარდება გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება - ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და დაითესება ბალახი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)