|
2024-04-14 17:28:02, 395 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - ორი რეჟიმის აშკარა თანამშრომლობა ტერორის გავრცელებაში
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისრაელზე ირანის თავდასხმასთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა. კიევი გმობს თეირანის ქმედებებს. „უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ შაჰედის თვითმფრინავების და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით რუსეთის მხრიდან მსგავსი თავდასხმების საშინელება, იგივე შაჰედის თვითმფრინავების და რუსული რაკეტების გამოყენებით, მასიური საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ქმედებები, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები უკრაინაში, საფრთხეს უქმნის რეგიონს და მთელ მსოფლიოს და მოუწოდა პასუხის გაცემას „ორ რეჟიმის აშკარა თანამშრომლობაზე ტერორის გავრცელებაში“. "შაჰედის დრონების ხმა, ტერორის ინსტრუმენტი, იგივეა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალ სამყაროში, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და მონდომებას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების" - ამბობს, ვოლოდიმერ ზელენსკი ”უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს საჭირო გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს”, - თქვა ზელენსკიმ. ამერიკის კონგრესში დაბლოკილია კანონი უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის ახალი დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)