|
2024-04-14 11:57:29, 433 ნახვა
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ ისრაელის პასუხის შემთხვევაში პასუხი უფრო ძლიერი იქნება
ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თუ ისრაელი უპასუხებს მის ტერიტორიაზე თავდასხმას, თეირანის შემდეგი ნაბიჯი კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ირანის შტაბის უფროსმა, მოჰამედ ბაგერიმ ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ირანის სამხედროების პასუხი შესაძლო კონტრშეტევაზე „ბევრად დიდი“ იქნება. ირანმა ასევე გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ ისრაელის პასუხის მხარდაჭერა გამოიწვევს ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას რეგიონში. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, მოჰამედ ბაგერი, აცხადებს, რომ ისრაელის წინააღმდეგ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. „წარმატებით დასრულდა ჩვენი ოპერაცია, რომლის მიზეზი გახდა ისრაელის მიერ ირანის წითელი ხაზების გადალახვა. თუ ისრაელი ჩვენზე იერიშს განახორციელებს, ჩვენი შემდეგი პასუხის პასუხი გაცილებით მასშტაბური იქნება“. ირანის მისიამ გაეროში ადრე განაცხადა, რომ ისრაელზე მასიური დარტყმის შემდეგ, თეირანი მიიჩნევს, რომ „საკითხი მოგვარებულია“, ვინაიდან ირანმა უკვე გამოიყენა თავდაცვის უფლება გაეროს წესდების 51-ე მუხლის მიხედვით. ირანის ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა „კიდევ ერთი შეცდომა არ უნდა დაუშვას“. არაბულ მედიაში წერენ, რომ ირანმა შვეიცარიის მეშვეობით შეერთებულ შტატებს შეატყობინა, რომ მისი ბაზები სამხედრო სამიზნე გახდებოდა, თუ ვაშინგტონი მხარს დაუჭერდა ისრაელის საპასუხო დარტყმას.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)