|
2024-04-13 11:47:51, 467 ნახვა
მსოფლიო
აშშ ამტკიცებს, რომ ჩინეთი ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებას
ჩინეთი ეხმარება რუსეთს საბჭოთა დროიდან მოყოლებული ყველაზე დიდი სამხედრო ექსპანსიის განხორციელებაში, რაც ხელს უწყობს მოსკოვის თავდაცვის წარმოების გაძლიერებაში აღჭურვილობის მიწოდების გზით, - ამის შესახებ წერენ Reuters და AFP აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. სააგენტოების თანამოსაუბრეების თქმით, ანონიმურობის პირობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეს საკითხი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ბოლო სატელეფონო საუბრისას დააყენა; ის ასევე არის დისკუსიის საგანი აშშ-ს მოკავშირეებთან ევროპასა და მთელ მსოფლიოში. მოკლე ბრიფინგზე ჟურნალისტებისთვის წარდგენილი ზოგიერთი ინფორმაცია ეფუძნებოდა გასაიდუმლოებულ დაზვერვას. როგორც AFP ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ჩინეთი, რუსეთს ეხმარება რიგ სფეროებში, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის საჭირო დრონებისა და ჩარხების ერთობლივ წარმოებაში. ”რუსეთი საბჭოთა კავშირის შემდეგ ყველაზე ამბიციურ თავდაცვის გაფართოებას ახორციელებს და ბევრად უფრო მოკლე დროში, ვიდრე ჩვენ გვგონია, რომ შესაძლებელია,” - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრაზე. „ჩვენ გვჯერა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეგვიძლია გადავდგათ ამ დროს უკრაინის მხარდასაჭერად, არის დავარწმუნოთ პეკინი, შეწყვიტოს რუსეთის დახმარება სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აღდგენაში. რუსეთისთვის რთული იქნება სამხედრო ძალისხმევის შენარჩუნება ჩინეთის დახმარების გარეშე.“, - თქვა მან.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)