|
2024-04-12 13:25:48, 455 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს ლაზარე გრიგორიადისი, საქმე სტრასბურგში წავა
თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს, მოცემული სისხლის სამართლის საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა. როგორც ბითაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი გრიგორიადისს შეიწყალებს. "სამართლიანად რომ გადაწყვიტოს პრეზიდენტმა, მოლოდინი გვაქვს, რომ უნდა შეიწყალოს. თუ პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ შეიწყალოს, ამ შემთხვევვაში, მოცემული სისხლის სამართლის საქმე წავა აუცილებლად სტრასბურგის სასამართლოში",- აცხადებს უფლებადამცველი. შეგახსენებთ, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შემდეგ ოჯახმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)