|
2024-04-12 10:38:46, 420 ნახვა
სამართალი
გრიგორიადისის დედა - პირდაპირ მივდივართ პრეზიდენტთან - ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს
პირდაპირ მივდივართ პრეზიდენტთან - ვიმედოვნებ, რომ ლაზარეს შეიწყალებს,- ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შემდეგ განაცხადა. როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ჰქონდა მოლოდინი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. "აქამდეც ვამბობდით, რომ თუ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი, მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს-თქო და ახლა პირდაპირ მივდივართ მასთან... კი, ველოდი, მაგრამ მაინც სანერვიულოა ეს ამბავი და ლაზარესაც, სავარაუდოდ, ასეთი განცდა ექნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ლაზარე დავიხსნათ ამათი კლანჭებიდან... ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ლაზარეს შეიწყალებს",- განაცხადა თამთა კალანდაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტლებით, მარტის აქციებთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)