|
2016-02-10 18:03:22, 689 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფი“ გამწვანებული ტერიტორიების ნაწილისა და მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კომპანია „თბილსერვის ჯგუფი“, თბილისში მდებარე გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას განახორციელებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა. „თბილსერვის ჯგუფის მოვლა-პატრონობაში გადავა ვერის ბაღი, დედა ენის 9 მარტის სახელობის ბაღი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, რიყის პარკი, ვაკის პარკი, პარკი მზიური, ვ. გოძიაშვილის სახელობის ბაღი, დიღმის ტყე-პარკი, ვეტერანების პარკი/ბაღი და თბილისის ზღვის პარკი. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და სერვისის ეფექტურობის გაზრდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, აგრეთვე განისაზღვრა ის გამწვანებული ტერიტორიები (პარკები, ბაღები), რომელთა მოვლა-პატრონობას, მათ შორის მწვანე ნარგავებთან დაკავშირებული სანიტარულ-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, მავნებელი დაავადებისაგან დაცვას, ტერიტორიის დასუფთავებას, კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად შპს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს”, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)