|
2024-04-11 14:21:28, 331 ნახვა
საზოგადოება
ტრადიციული ჯიშების შეგროვების მიზნით, შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებში ექსპედიცია გაიმართა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ფარგლბში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო ექსპერტ პეტრა ენგელსთან ერთად, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ექსპედიცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ექსპედიციის ფარგლებში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეგროვდა ლობიოსა და სიმინდის 36 ნიმუში, რომლებიც შრობის პროცესს თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში გაივლის და შესანახად მომზადდება. "FAO-ს პროექტის „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის ფორმებს შორის in-situ, ex-situ,on-farm კავშირის გაძლიერება“ მთავარი მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და, გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციების მოწყობაა. პროექტი ასევე ითვალისწინებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს კულტურებისთვის მინდვრის ცდების მოწყობას, რომლის შედეგებიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების გენბანკის ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში და ევროპულ კატალოგში (EURISCO) აიტვირთება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ნიმუშების შეგროვება 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)