|
2024-04-11 14:04:52, 602 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის რადამ მობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო
უკრაინის უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია პარლამენტის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრნდობით ავრცელებს. როგორც იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი უკრაინის სამხედრო სამსახურის, მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის ცალკეულ საკითხებს არეგულირებს. „მანამდე დეპუტატებმა კენჭი უყარეს მობილიზაციის შესახებ კანონპროექტიდან სამხედროების დემობილიზაციას. ის ითვალისწინებდა, იმ სამხედრო მოსამსახურეების სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლებმაც საომარი მდგომარეობის დროს, სულ 36 თვე იმსახურეს. ამასთან, მათი გადაყენება უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში უნდა განხორციელებულიყო“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, 10 აპრილს, უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საომარ მოქმედებებში მსჯავრდებულთა ნებაყოფლობით მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)