|
2024-04-11 12:47:18, 297 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ და პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს
საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, სამუშაო შეხვედრა საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა გახსნა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სქესობრივი დანაშაულების, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გამოწვევებზე ისაუბრა. "საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე შენგელიამ და საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა ბიჭიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის, სქესობრივი დანაშაულის, შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის, ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით პროკურატურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, აქტუალური საკითხების და გამოწვევების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, აქტუალურ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ერთგვაროვანი პრაქტიკისა და დაზარალებულზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობას. ასევე, დისკუსია შეეხო სისხლის სამართლის საქმეთა საპროცესო ხელმძღვანელობის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და ერთგვაროვანი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას. შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები. ადამიანის უფლებათა დაცვა პროკურატურის პრიორიტეტია, საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები, მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)