|
2016-02-10 17:47:31, 652 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს უკრაინის რადა-ს დეპუტატები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უკრაინის დელეგაცია ეწვია. სააგენტოს ინფორმაციით, სტუმრებს მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ანდრიაშვილმა უმასპინძლა. დელეგაციას უკრაინის რადა-ს დეპუტატი ვიტალი კუპრი ხელმძღვანელობდა. უკრაინის დელეგაციის წევრებმა მომსახურების სააგენტოს რუსთავის სამმართველო დაათვალიერეს და სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ლევან ანდრიაშვილი სტუმრებს განხორციელებული და დაგეგმილი ინვაციური პროექტების შესახებ ესაუბრა. რადა-ს დეპუტატები მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. დელეგაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კუპრიმ მართვის მოწმობის პრაქტიკული ნაწილის იმიტირებული გამოცდა გაიარა. სტუმრები სახელმწიფო სანომრე ნიშნების ბეჭდვის პროცესსაც დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)