|
2024-04-05 16:09:49, 368 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე ავიაკომპანია China Southern Airlines-ის მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-ის ადგილობრივ მენეჯმენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის იმ სტრატეგიაზე შეთანხმდნენ, რაც ჩინეთიდან საქართველოში და პირიქით, მგზავრთნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანია ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე სიხშირეების გაზრდას გეგმავს. "ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო ავიაკომპანია China Southern Airlines-თან შეხვედრის მიზანი ზაფხულის სეზონისთვის მზადება იყო და ის წინამოსამზადებელი სამუშაოების განხილვა, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლის ძალაში შესვლას. განვიხილეთ ის შესაძლებლობები, რაც ორივე თანამშრომლობისთვის გაგვაჩნია. საჭიროებები, იმისთვის, რომ გავზარდოთ სიხშირეები და დავგეგმეთ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც განამტკიცებს ჩვენს ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზოდ მიმოსვლა შევა ძალაში. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებისთანავე კი განიხილება პირდაპირი ავიარეისებით თბილისისა და ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ერთმანეთთან დაკავშირება. 2023 წელს ჩინეთიდან საქართველოს 48,304 ვიზიტორი ეწვია. რაც 2022 წელთან შედარებით 555%-ით მეტია. China Southern Airlines-მა კი 2023 წელს ჯამურად საქართველოში 31,258 მგზავრი გადაიყვანა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)