|
2024-04-04 14:27:28, 371 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები აეროპორტების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ეწვივნენ. მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები აეროპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, იუნკერებმა დაათვალიერეს უახლესი სპეცტექნიკა, თვითმფრინავების სადგომი და შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის გაფრენისა და ჩამოფრენის ტერმინალები, რომლის გეგმიური ინფრასტრუქტურის მოდერნიზება თბილისისა და ბათუმის ოპერატორმა კომპანია Tav Georgia-მ ცოტა ხნის წინ დაასრულა. მოგვიანებით, იუნკერებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ UAG აკადემიაში უმასპინძლა და საქართველოს საავიაციო ბაზარსა და აეროპორტების გაერთიანების საქმიანობაზე ესაუბრა. "თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გორის სამხედრო აკადემიის იუნკერებს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო მათი სტუმრობა. გავაცანით ჩვენი კომპანიის და ზოგადად, აეროპორტის მუშაობის სპეციფიკა, მმართველობის სტილი და ის მახასიათებლები, რომლებიც აეროპორტს ახასიათებს. ვისაუბრეთ სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის თანაცხოვრებაზე. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მათი მხრიდან დიდი იყო დაინტერესება. მზად ვართ სამომავლო თანამშრომლობისთვის. ჩვენი კარი მუდმივად ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის ეს იქნება სამხედრო თუ სამოქალაქო პირი", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)