|
2024-04-04 13:09:50, 337 ნახვა
სამართალი
მარნეულში ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს მიმდებარედ, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული იარაღის - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდნენ. "ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)