|
2024-04-03 16:41:00, 479 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, საქმიანობის მხარდაჭერისა და წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე დაკავებულმა 4-მა პირმა, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ასევე "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული 3 პირის მეშვეობით, თბილისში "ქურდული გარჩევები" მოაწყვეს, სადაც მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავა განიხილეს და გადაწყვეტილება "ქურდული სამყაროს" წესების შესაბამისად მიიღეს. "4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 პირს - სსკ-ის 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 1 პირს - სსკ-ის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)