|
2024-04-03 14:53:13, 360 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის ცვლილებები განხორციელდება
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე. „მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის მდგრადობის დამატებითი შესწავლის აუცილებლობა. აღნიშნული პროექტები რამდენიმე ათეული წლის წინ განხორციელდა და მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, მეტროსადგურის ზედა ვესტიბიულის შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული მდგრადობის დადგენისა და საჭიროების შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, არაერთი კვლევა და ექსპერტიზა ჩატარდა. პროექტში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობამ მნიშვნელოვნად შეაფერხა სამუშაოების წარმოება, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სადგურის ფუნქციონირების შეფერხების გარეშე ჩატარდება. „მესმის, რომ გარკვეულ სირთულეებს წარმოადგენს ასეთი პროექტების გახორციელება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენთვის თითოეულ დეტალს აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ეს არის სადგურები, სადაც დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს უსაფრთხო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სადგურები სამუშაოების დროს არ დაგვიხურავს, ჩვეულებრივად ფუნქციონირებს. ისევე, როგორც ვარკეთილში, აქაც სამუშაოები სადგურის გაჩერების გარეშე შესრულდება. ვცდილობთ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, ღამის საათებში ჩატარდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)