|
2016-02-10 16:10:54, 565 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გასული წლის ანგარიში წარადგინა. როგორც ანგარიშის წარდგენისას სააგენტოს დირექტორმა თემურ ფხალაძემ აღნიშნა, იკვეთება პროგრესი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვა-კონტროლის გასაუმჯობესებლად თანამედროვე, ჰუმანური, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული მეთოდებით. ამასთან, თემურ ფხალაძემ წარადგინა მუნიციპალური თავშესაფრის საქმიანობის ანალიზი და რეკონსტრუქციის შედეგები. სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე მიმოიხილა ქალაქში უმეთვალყურეო ცხოველების არსებობით შექმნილი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და ამ მიზნით დაგეგმილი პროექტები. როგორც თემურ ფხალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაესვა ე.წ. „სანიტარულ-ვეტერინარული კორდონის“ ამოქმედების მნიშვნელობას ქალაქისათვის, რომელსაც წინ უსწრებდა უპატრონო ცხოველების დათვლის პროცესი. თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)