|
2024-04-01 15:01:38, 610 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ირანმა რუსეთი მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ წინასწარ გააფრთხილა
ირანმა რუსეთს მის მიწაზე "დიდი ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გასულ თვეს შეატყობინა,- ამის შესახებ Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, "რუსეთში თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანმა მოსკოვს რუსეთის შიგნით შესაძლო დიდი ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაუზიარა ინფორმაცია, რომელიც იმ პირების დაკითხვისას მოიპოვა, რომლებიც ირანში განხორციელებული დაბომბვის გამო დააპატიმრეს". სააგენტოს წყარომ უთხრა, რომ "მოსკოვისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში არ იყო სპეციფიკური დეტალები კონკრეტულ დროსა და სამიზნესთან დაკავშირებით“. „ხორასანის ისლამისტ მებრძოლებს ინსტრუქცია ჰქონდათ, მომზადებულიყვნენ რუსეთში მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის. ერთ-ერთმა ტერორისტმა განაცხადა, რომ დაჯგუფების წევრები უკვე რუსეთში გაემგზავრნენ“,- ამბობს წყარო. კიდევ ერთი წყაროს თქმით, „რამდენადაც ირანი ბოლო წლებში ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლი იყო, ირანის ხელისუფლებამ შეასრულა თავისი ვალდებულება და აცნობა მოსკოვს დაკავებული ტერორისტებისგან მოპოვებული ინფორმაცია“. ირანის დაზვერვის უწყებაში განაცხადეს, რომ 3 იანვარს, ქერმანში განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის გამო, რომელსაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 35 ადამიანი დააკავეს. რამდენიმე დღეში კი, მათ „ისლამური სახელმწიფოს" ავღანური ფილიალის ხორასანის მეთაური აიყვანეს. ირანში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ „ისლამური სახელმწიფოს“ ხორასანის ფრთამ აიღო, ისევე, როგორც მოსკოვში 22 მარტს მომხდარ ტერაქტზე.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)