|
2024-04-01 09:12:20, 672 ნახვა
მსოფლიო
СБУ - რუსეთის მხრიდან ტერორიზმზე განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია ბუჩაში მათ მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ "ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და რუსების მიერ იქ ჩადენილი სისასტიკის ფონზე, ეს განცხადება განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს". როგორც СБУ-ში ამბობენ, რუსეთის საგარეო უწყების "ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა". "საერთაშორისო სამართლის ნორმებზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში. ტერორიზმის შესახებ განცხადებები განსაკუთრებით ცინიკურია თავად ტერორისტული ქვეყნის მხრიდან ბუჩას გათავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე. ჩვენ გვახსოვს ყველა დაღუპული უკრაინელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მტერმა სამართლიანი ანგარიშსწორება მიიღოს. ამიტომ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი სიტყვა უმნიშვნელოა. რუსეთის ფედერაციას რეალურად შეუძლია, გააკეთოს მხოლოდ ერთი განცხადება, რომელიც ყურადღების ღირსია - გამოუცხადოს მთელ მსოფლიოს ომში დამარცხების და უკრაინის მიწიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ",- ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 31 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, "რუსეთის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მიუთითებს, რომ ბოლო ტერაქტების კვალი უკრაინამდე მიდის". უწყებამ ასევე თქვა, რომ უკრაინას გადასცეს მოთხოვნა "უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის დაუყოვნებლივი დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ, ასევე ყველა იმ პირის, ვინც ბოლო ტერაქტებში მონაწილეობდა".
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)