06:46 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-31 10:02:41, 765 ნახვა

მსოფლიო
მახაჩკალასა და კასპიისკში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი

მახაჩკალასა და კასპიისკში შემოღებულ იქნა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. - ამის შესახებ, სააგენტო „ინტერფაქსი“ დაღესტნის რესპუბლიკაში FSB-ის ოპერატიული შტაბ-ბინაზე დაყრდნობით იტყობინება.

„მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დილის 5:35 საათიდან კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების შესახებ ლენინსკის, მახაჩკალას სოვეცკის ოლქების და ქალაქ კასპიისკის ადმინისტრაციულ საზღვრებში“, - აღნიშნა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისივე თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციის პერიოდში მითითებულ ტერიტორიაზე მთელი რიგი სპეციალური ღონისძიებები და დროებითი შეზღუდვები იმოქმედებს.

სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti, ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტეტზე დაყრდნობით, იუწყება, რომ FSB-ის სპეცრაზმმა დაბლოკა ბოევიკები მახაჩკალასა და კასპიისკის რამდენიმე საცხოვრებელ რაიონში.

მარტის დასაწყისში ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი  შემოიღეს, სადაც ბოევიკები ყარაბულაკის ერთ-ერთ კორპუსში დაკეტეს და, როგორც ითქვა, მოკლეს. მოგვიანებით, ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი ISIS-ის „მიმდევრები“ იყვნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics