|
2024-03-27 18:10:05, 802 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში
ჩვენ წელსაც, როგორც გასულ წელს, მივცემთ საშუალებას ფერმერებს, რომლებიც დაკავებულები არიან ერთწლოვანი კულტურების მოყვანით, აიღონ სესხი ერთწლოვანი კულტურების მოსაყვანად; დავაფინანსებთ 1 წლის განმავლობაში 9%-ის ოდენობით საპროცენტო განაკვეთს; სესხის მაქსიმალური ოდენობა იქნება 100,000 ლარი. მნიშვნელოვანია, მხარში დავუდგეთ ჩვენს ფერმერებს, ერთწლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანისთვის საჭირო ხარჯების დაფინანსებაში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მეშვეობით, სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებს დაეხმარება ერთწლოვანი კულტურების - ბოსტნეული, მარცვლოვანი და ბაღჩეული კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფარვაში მცენარის მოვლისა და მოყვანის ყველა ეტაპზე; ეს იქნება სათესი და სარგავი მასალის, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების შეძენა. გათვალისწინებულია მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების, ასევე გამოყენებული საწვავის ხარჯი. "მინისტრმა ჟურნალისტებთან მეთხილე ფერმერების მხარდაჭერის შესახებაც გააკეთა განცხადება. აღსანიშნავია, რომ თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი, 1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი; სესხის მოცულობა 5 000-დან მაქსიმალური თანხა 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადაა 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)