07:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-25 20:43:15, 710 ნახვა

მსოფლიო
იტალიის პრემიერი - პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან არსებული მუქარის შემცველი რიტორიკის. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მელონიმ კომენტარი ვლადიმერ პუტინის განცხადებებზე გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მიმალვას ცდილობდნენ.

„ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფა, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics