|
2024-03-22 16:26:35, 1220 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ახალი წიგნის „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება
აჭარაში ახალი სახელმძღვანელოს „ხალხური თამაშობები აჭარაში“ გამოცემა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ამ ეტაპზე რეგიონში შემონახული 50-ზე მეტი ტრადიციული თამაშია მოძიებული. წიგნის გამოცემის მიზანი აჭარის ეთნოკულტურულ სინამდვილეში შემონახული ტრადიციული, არქაული თამაშების თავდაპირველი სახის აღდგენა, სათამაშოების მოძიება-შესწავლა და მათი პოპულარიზაციაა. წიგნში შეტანილი თამაშობები ორიგინალური ილუსტრაციებით იქნება დასურათებული, რომელზეც ეთნო მხატვარი მუშაობს. წიგნის გამოცემა მიმდინარე წლის ზაფხულისთვის იგეგმება. „აჭარის ეთნოგრაფიულმა ყოფამ მრავლად შემოინახა სხვადასხვა სახისა და ხასიათის არაერთი ხალხური თამაში. თამაშობანი ხალხური შემოქმედების ნაყოფია. ისინი აჭარის მეურნეობის, ყოფისა და სოციალური კულტურის სარკეა. მათში აისახება მხარის ცხოვრება. ამავე დროს, თამაშობებში ასახულია სულიერი კულტურის, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების სხვადასხვა მხარე. მათში უფრო მეტი შინაარსი დევს, ვიდრე უბრალო გართობა. საბავშვო თამაშობათა შესწავლა და პრაქტიკაში მათი კვლავ დაბრუნება პროექტის ერთ-ერთი დანიშნულებაა. პროექტით გათვალისწინებულია, აგრეთვე, ხალხურ ყოფაში გამოყენებული, ბუნებრივი მასალისაგან დამზადებული სათამაშოების დაფიქსირება და მათი რეწვის შესაძლებლობების კვლევა. ყველაფერი ეს საინტერესო იქნება არა მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვისაც“, - აცხადებს ლელა გოგუაძე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)