|
2024-03-22 13:38:45, 1486 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ყველა რუსული დარტყმა მეტყველებს იმაზე, რომ სანქციები პუტინის სისტემის წინააღმდეგ საკმარისი არ არის
ყველა რუსული ტერორისტული დარტყმა იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიოში სანქციები პუტინის სისტემის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რაკეტები, რომლებსაც რუსული არმია იყენებს კიევის წინააღმდეგ, უცხოური წარმოშობის კომპონენტებს შეიცავს. "მათი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რაც მზადდება თავისუფალი სამყაროს კომპანიების მიერ და რუსეთში შემოტანილია სხვადასხვა "ნაცრისფერი" სქემებით. აუცილებელია, დაბლოკოს ასეთი სქემები და ყველა, ვინც მათ მხარს უჭერს. ჩვენ გვჭირდება მეტი სანქციები. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო სანქციების გვერდის ავლის სქემებისთვის. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსა და ლიდერის, ვინც ამას აკეთებს, მაგრამ რუსეთზე გაცილებით მეტი ზეწოლაა საჭირო",- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)