|
2024-03-22 12:27:39, 614 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“, USAID - თან ერთად, ახალი ბიზნეს კურსის „ბიზნესი და მდგრადი განვითარების“ პრეზენტაცია გამართა
"საქართველოს ბანკი" ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ახალი ბიზნეს კურსის „ბიზნესი და მდგრადი განვითარების“ პრეზენტაცია გამართა. ბიზნესი და მდგარდი განვითარების კურსის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობაა. კურსი USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტმა ოთარ ანთიამ მოამზადა და ის დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ, თუ როგორ ხდება ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვა, გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას, დანახარჯების შემცირებას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას. კურსი ასევე მოიცავს გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს. კურსი ხელმისაწვდომია "საქართველოს ბანკის" შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა - businesscourse.ge-ზე. პლატფორმა სხვადასხვა თემატიკის უფასო სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებს აერთიანებს და მათი დახმარებით, დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ თანამედროვე ბიზნესის სამართავად საჭირო უნარ-ჩვევები, შეიძინონ ახალი ცოდნა, წარმატებით გაიარონ ტრენინგები და მიიღონ სერტიფიკატი. „საქართველოს ბანკისთვის" ბიზნესების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. ამ ორი ღირებულების გაერთიანების მიზნით, ბანკმა 2020 წელს მომხმარებლებს ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შესთავაზა, სადაც სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსებია განთავსებული. პლატფორმა დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები. ამჯერად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის, ახალი ბიზნეს კურსი - ბიზნესი და მდგრადი განვითარებაწარვადგინეთ, რომელიც ბიზნესს მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, აქტიურად ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას. 2024 წლის ბოლომდე პლატფორმაზე კიდევ 12 ახალი ბიზნეს კურსის დამატებას ვგეგმავთ“, - აღნიშნავს "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)