08:07 - 26 May, 2026
|
2024-03-22 10:23:11, 613 ნახვა
მსოფლიო
შარლ მიშელი ბოსნია და ჰერცეგოვინას - თქვენი ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახშია
ევროპულმა საბჭომ ახლახან მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილ Twitter-ზე) დაწერა. მისი განცხადებით, ბოსნია და ჰერცეგოვინას ადგილი ევროპულ ოჯახშია. "ეს გადაწყვეტილება მთავარი წინგადადგული ნაბიჯია თქვენი ევროკავშირის გზაზე, თუმცა, ამისთვის მძიმე შრომა უნდა გაგრძელდეს, რათა ბოსნია და ჰერცეგოვინა სტაბილურად მიიწევდეს წინ, როგორც ეს თქვენს ხალხს სურს“,- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, რომ 12 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაცია გასცა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)