|
2024-03-20 22:38:04, 632 ნახვა
მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთი მზადაა სოფლების ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში, აზერბაიჯანთან საზღვრის სრული დემარკაცია განახორციელოს
სომხეთის სოფლების ბაგანის-ვოსკეპარ-კირანც-ბერქაბერის მიდამოებში სომხეთი მზადაა, განახორციელოს საზღვრის სრული დემარკაცია აზერბაიჯანთან, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუკებთან დაკავშირებით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა არსებობს შეთანხმება, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე. „არსებობს გაგება, რომ ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციის პროცესი უნდა მოხდეს. ალმათის დეკლარაცია უნდა იყოს პოლიტიკური საფუძველი. ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე დემარკაციის განხორციელება არ ნიშნავს ახალი საზღვრის შექმნას, არამედ იმ საზღვრების რეკონსტრუქციას, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში”, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ჩინეთის პრემიერი ლი ციანი - ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კარგად ვითარდება
ერდოღანი - ვულოცავთ ქართველ ხალხს, მეზობელი და მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)