|
2024-03-20 15:28:55, 796 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)