10:10 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-19 13:17:03, 576 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე - საპატრიარქოს დაფინანსებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში. აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30-მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
 
მისი თქმით, ყველაფერი არის გამჭვირვალე და საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე.

„რაც შეეხება საპატრიარქოს დაფინანსებას, 30 მლნ იყო გამოყოფილი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებისთვის, ანუ კონკრეტული მიზნობრიობა აქვს, მიმართულია საპატრიარქოსკენ და მიმართულია კონკრეტულად საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისკენ. 30 მლნ იყო გამოყოფილი, თუმცა იყო გარკვეული საჭიროებები, რის გამოც აუცილებელი გახდა 5 მლნ-ით შესაბამისი ბიუჯეტის გაზრდა, რაც მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა. ანუ, მთლიანობაში იყო 30-მილიონიანი დაფინანსება, დავამატეთ 5 მლნ, რაც არის მნიშვნელოვანი, რომ საპატრიარქოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამისად განხორციელდეს.

ეს დაფინანსება შარშან ჩაიდო წლევანდელ ბიუჯეტში, ამიტომ არჩევნებთან კავშირი არ აქვს. ეს არ არის ახლახანს მიღებული გადაწყვეტილება, უშუალოდ არჩევნებამდე მიღებული გადაწვეტილება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ შეძლოს საკუთარი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში.

აქედან გამომდინარე, არსებობს 25-მილიონიანი საერთო დაფინანსება, მაგრამ ამის მიღმა, ჯერ კიდევ შარშან, წლევანდელ ბიუჯეტში ჩაიდო 30-მლნ-იანი ასიგნება, რომელიც ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტებს და ეს დაფინანსება გაიზარდა დამატებით 5 მლნ-ით.

საჭიროება იყო შესაბამისი, ყველაფერი არის გამჭვირვალე, საუბარია რამდენიმე ათეული საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებაზე, რამდენიმე ათეულ სკოლაზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სასკოლო დაწესებულებებზე, ანუ მთლიანობაში მოხდა 5 მლნ-ით მათი დაფინანსების გაზრდა",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
ხორვატია, ბულგარეთი და სერბეთი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics