|
2024-03-19 12:53:06, 1370 ნახვა
ომი უკრაინაში
პეტრ პაველი - ჩეხეთი ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად
ჩეხეთის რესპუბლიკა ცდილობს უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას რაც შეიძლება სწრაფად,- ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა. პაველის თქმით, ის ევროპული კომპანიებისგან ელოდება, რომ უახლოეს მომავალში საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალის წარმოებას შეძლებენ. „საჭირო რაოდენობის ჭურვების დამზადებას დრო სჭირდება. ეს მოითხოვს ჩვენი წარმოების სიმძლავრის გაზრდას, მაგრამ უკრაინას ახლა ჭურვები სჭირდება. ჩვენ ვერ დაველოდებით ევროპულ კომპანიებს, ამიტომ ვცდილობთ, ვიპოვოთ საბრძოლო მასალა სადაც კი შეგვიძლია. უახლოეს მომავალში ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ, აწარმოონ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა ევროპის ქვეყნების მარაგის შესავსებად, ასევე უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდება, თუ მათ ეს ახლო მომავალში ისევ დასჭირდებათ",- ამბობს პეტრ პაველი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)