|
2024-03-15 09:49:55, 742 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. "საქართველოს ფოსტის" ინფორაციით, 2024 წლის საკონკურსო თემა, რომელსაც ყველა ქვეყნისთვის ადგენს „მსოფლიო საფოსტო კავშირი“, გახლავთ „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ („Write a letter to future generations about the world you hope they inherit“). „საერთაშორისო საფოსტო კავშირის" წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი ღებულობს მონაწილეობას, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურს. შედეგად, ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, შეჯიბრს განაგრძობენ საერთაშორისო მასშტაბით. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას. კონკურსის მიზანია, წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება. დაჯილდოვდება ყველა მონაწილე. გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2024 წლის 9 ოქტომბერს, საერთაშორისო ფოსტის დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს. ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: მათივე ცნობით, ნამუშევრების მიღება 2024 წლის 22 თებერვლიდან დაიწყება. საკონკურსო ნამუშევრის ელ. ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღების საბოლოო თარიღია 2024 წლის 5 აპრილი.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)