|
2024-03-14 15:12:55, 736 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში პადელის სამი მოედანი მოაწყო. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ახლად მოწყობილი მოედნები დაათვალიერა. კალაძის განცხადებით, სამომავლოდ პადელის მოედნები სხვა მულტიფუნქციურ ცენტრებთანაც მოეწყობა. მისივე თქმით, რეაბილიტირდება ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრიც. „პადელი სიახლეა სპორტში. ბოლო წლების განმავლობაში დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოშიც რამდენიმე პროექტი განხორციელდა. მიხარია, რომ მოვახერხეთ აღნიშნულ სპორტკომპლექსში ამ მოედნების მოწყობა. სამომავლოდ ვგეგმავთ, მულტიფუნქციურ ცენტრებთან ასეთი პროექტები განხორციელდეს და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი ისარგებლებს. გარდა ამისა, გვინდა, აღნიშნულ სპორტკომპლექსს რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. გარდა ამისა, აქ არის მუნიციპალური სივრცეები, სადაც შესაძლებელია სკეიტ პარკების, საჩოგბურთო და საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ეს პროექტი, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ადგილზე იმყოფებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან 984 000 ლარი დაიხარჯა. პადელი სპორტის ე.წ. საჩოგნო სახეობაა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა. ბოლო წლებში უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში მოიკიდა ფეხი სპორტის ამ სახეობამ. საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა პადელის ფედერაციაც. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)