|
2024-03-13 13:55:37, 866 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, დაბა ჩაქვში ტურისტულად აქტიურ ზონაში, სრულად განახლდა და შეიცვალა არსებული პარკის ინფრასტრუქტურა. პარკის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია. "დასკვნით ეტაპზეა სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მოსწავლეები სექტემბრიდან სწავლას ევროპული სტანდარტების, განახლებულ სკოლაში გააგრძელებენ. განხორციელდა შენობის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი და ამფითეატრი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ტერიტორია. სამუშაოების ღირებულება 1 600 000 ლარია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში გაზიფიცირების პროცესი დასრულდა. გაზი სოფელ ხალას 205 აბონენტს ჩაერთვება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ სოფელ ხალაში ჯემალ კახიძის ოჯახში გაზი აანთო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბოლო წლების განმავლობაში 27 სოფელში განხორციელდა გაზიფიცირება, ბუნებრივი აირი 12 418 აბონენტს მიეწოდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. გაზიფიცირების სამუშაოები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ განხორციელდა. ქობულეთში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოები მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის მერმა ლევამ ზოიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მიჯისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)