11:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-13 12:41:52, 714 ნახვა

საზოგადოება
Google-ის ინიციატივა Women Techmakers „თიბისისთან“ პარტნიორობით ხვალ ტექ ღონისძიებას ჩაატარებს

"თიბისის" მხარდაჭერით, 14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს"  უმასპინძლებს.

საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers  პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული. პროგრამა ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას ეძღვნება, სადაც წარმატების მიღწევა ყველა ქალს შეუძლია.
 
ღონისძიება Google-ის, "თიბისის", გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით იმართება.

ტერმინალში, აბაშიძის 34-ში ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდებათ.  იქნება მთავარი სცენა, სადაც ყველაზე საინტერესო თემები გაიშლება და ზოგად ტექნოლოგიებს და ინსპირაციულ საუბრებს დაეთმობა.  ასევე, იქნება ვორქშოფების სივრცე, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიური თემა სიღრმისეულად გაიშლება.

იქნება მესამე სივრცეც, სადაც მოეწყობა კომპანიების გამოფენა. ღონისძიების დამსწრეები შეძლებენ, ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრონ.

„გავაზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, მოვყვებით, როგორ მოვხვდით ტექნოლოგიებში და შეიძლება, სხვებსაც გაუჩნდეთ სურვილი, სფეროს შეუერთდნენ, დაიჯერონ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ამ ღონისძიებით დაინტერესებულ ქალებს მივცემთ გზამკვლევს - რა მიმართულებით შეუძლიათ წასვლა", - აცხადებს ელენე კვარაცხელია.  WTM ამბასადორი, "თიბისის" დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი, ელენე კვარაცხელია იქნება.
 
Google's Women Techmakers-ის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება გაანათლებს, დააკავშირებს და შთააგონებს ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებას.

დღის წესრიგს გაეცანით აქ.  

წინასწარი რეგისტრაცია გაიარეთ აქ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics