|
2024-03-13 12:04:59, 525 ნახვა
საზოგადოება
ფანასკერტელ-ციციშვილისა და აგლაძის ქუჩებზე დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17 მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე მთლიანად მოწესრიგდება. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, საფეხმავლო ბილიკები, ლედ განათების სისტემა და სარწყავი ქსელები. დაირგვება ხე-მცენარეები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარკებისა და სკვერების განახლება, ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა, უბნებში არსებული სკვერების მოწესრიგება. გამგეობები ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებენ ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ამისა, მისივე თქმით, რეკრეაციული სივრცის სრული რეაბილიტაცია დიდუბის რაიონის გამგეობამაც დაიწყო, სარეაბილიტაციო პროექტი კი აგლაძის ქუჩის N38-ში მიმდინარეობს. „ტერიტორია, დაახლოებით, 5 000 კვ.მ ფართობს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში სრულად განახლდება საპარკო ინვენტარი, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, განათებისა და სარწყავი სისტემები. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ძაღლების სასეირნო სივრცე. პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია შადრევნის მოწყობა და გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. რა მიდგომა და დამოკიდებულებაც გვაქვს პარკებთან და სკვერებთან მიმართებაში, ეს ყველგან იქნება გათვალისწინებული, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, ნორმალურ გარემოში დაისვენოს, განიტვირთოს და ივარჯიშოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)