|
2024-03-12 16:14:47, 758 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და MASE-ს ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
კრეატიული, მოტივირებული და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, "საქართველოს ბანკისა" და Miami Ad School Europe-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. აპლიკაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია 2019 წელს დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ "საქართველოს ბანკისა" და MASE-ს 100%-იანი დაფინანსება - ისწავლონ კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, მიიღონ საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოებთან, ბრენდებთან და ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება, შექმნან პორტფოლიო, რომელიც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. „საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 2019 წლიდან ჩვენ Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით, "საქართველოს ბანკის" ყოფილი თანამშრომლის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია დავაფუძნეთ. პროექტის ფარგლებში, კრეატიულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება და ისწავლონ სარეკლამო ინდუსტრიის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ორწლიან პორტფოლიო პროგრამაზე Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით. თავდაპირველად, სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში მიღება 2020 წელს გამოცხადდა, დღემდე კი მას უკვე ოთხი გამარჯვებული ჰყავს. ყოველწლიურად იზრდება პროექტისადმი დაინტერესება, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ. გვჯერა, რომ ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ კრეატიულ და საინტერესო ახალგაზრდას აღმოვაჩენთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. "საქართველოს ბანკისა" და MASE-ს თანამშრომლობით შექმნილი, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და სტიპენდიატების გასაცნობად ნახეთ ვიდეო.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)