18:00 - 22 May, 2026
|
2024-03-10 18:27:21, 1403 ნახვა
ომი უკრაინაში
სიკორსკი რომის პაპს - რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან?
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით რომის პაპ ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. როგორც სიკორსკი X-ზე [ყოფილ Twitter-ზე] წერს, ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინიდან ჯარის გაყვანისკენ უნდა მოუწოდოს. "რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის, ახლა პუტინს მოუწოდოთ, ეყოს გამბედაობა და გაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან? მშვიდობა მაშინვე დაისადგურებდა ისე, რომ მოლაპარაკებები საჭირო არ იქნებოდა",- მიმართავს სიკორსკი რომის პაპს. შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ RSI-თან ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის" გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)