13:21 - 26 May, 2026
|
2024-03-07 14:36:02, 682 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის საგარეო მოქალაქეებს - რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში არ იმოგზაურონ. უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთში გერმანიის მოქალაქეებისა და გერმანია-რუსეთის ორმაგი მოქალაქეებისთვის "თვითნებური დაკავების რისკი" არსებობს. "რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. ვაფრთხილებთ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი, კრასნოდარის ოლქი) მოგზაურობის შესახებ... არასანქცირებულ მიტინგებსა და დემონსტრაციებთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიძლება ადგილი ჰქონდეს მასიურ, ზოგჯერ ძალადობრივ ქმედებებს უსაფრთხოების ძალების მიერ",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)