|
2024-03-01 13:59:45, 652 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ანდრეას ზებალდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. "ხაზი გაესვა გერმანიის აქტიურ ჩართულობას თანამშრომლობის ორმხრივ და მრავალხმრივ ფორმატებში. შეხვედრაზე აღინიშნა გერმანული მხარის მიერ გაწეული ძლიერი მხარდაჭერა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში გერმანიის მნიშვნელოვან წვლილზე. მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერტთა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)