13:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 09:06:23, 966 ნახვა

მსოფლიო
მილერი - აშშ-ს არ აქვს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს რამე ნიშანი იმისა,  რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება,- ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას.

მილერის თქმით, შეერთებული შტატები მონიტორინგს გააგრძელებს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ვლადიმირ პუტინის მხრიდან უპასუხისმგებლო რიტორიკას ვხედავთ. ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს არ შეუძლია ასე ლაპარაკი. ჩვენ წარსულში გვქონდა კომუნიკაცია რუსეთთან პირადად და უშუალოდ ბირთვული იარაღის გამოყენების შედეგების შესახებ. არ გვაქვს რამე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად და გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს",- ამბობს მეთიუ მილერი.

ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ დასავლეთი რისკავს ბირთვული ომის პროვოცირებით, თუ ჯარებს უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ზოგიერთს დღესაც სურს, არ ვიდგეთ ფეხზე, მათ წესებს მივყვეთ, საკუთარზე უარი ვთქვათ
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics