18:19 - 26 May, 2026
|
2024-02-29 14:51:33, 629 ნახვა
საზოგადოება
სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად, სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 4 361 კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. „აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. სამუშაოებისთვის საბურთალოს რაიონის ბიუჯეტიდან 892 700 ლარია გამოყოფილი. პროექტს კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს. მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გიზო ვასაძე და დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი გაეცნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)