18:19 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-26 11:47:02, 551 ნახვა

საზოგადოება
მერია - თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა

მოსული ნალექის და ყინვის გამო, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მთელი ღამის განმავლობაში და დილის საათებში ტექნიკური მარილი იყრებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცენტრალური და შიდა გზები გაიწმინდა: ოქროყანაში, წავკისში, შინდისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, ასევე, წყნეთი-თბილისისა და წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზებზე, სოფელ ახალდაბასა და ბეთანიაში.

„საგზაო მოძრაობის მხრივ, ამ დროისთვის შეფერხებები არ ფიქსირდება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ტექნიკური მარილის დაყრას, საჭიროების მიხედვით, სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics