|
2024-02-24 14:34:15, 728 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ ნატოს კარი დაეკეტა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება წაერთმია
2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ ნატოს კარი დაეკეტა და უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება წაერთმია. "2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები შევიდნენ უკრაინაში და ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი ომი დაიწყო. უპირველესად, მინდა პატივი მივაგო ყველა იმ მამაც უკრაინელს, რომელიც სამშობლოს დაცვის დროს დაიღუპა ან დაიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა ეს ომი დაიწყო, რომ ნატოს კარი დაეკეტა და წაერთმია უკრაინისთვის საკუთარი გზის არჩევის უფლება. მაგრამ მან საპირისპირო მიიღო. უკრაინა ახლა ნატოსთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე... უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ეს უბრალოდ დროის საკითხია. ვემზადებით ამ დღისთვის. ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას თქვენი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: ვუერთდებით ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)