22:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-22 13:48:56, 929 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით, AD BLACK SEA-ს გუნდი Tbilisi Design Festival 2024-ს გამართავს

"თიბისის" მხარდაჭერით, თბილისში დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. 2024 წელს AD BLACK SEA-ს გუნდი კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის გარდა ერთდღიანი ღონისძიებისთვის ემზადება. Tbilisi Design Festival 2024 პირველ მაისს ჩატარდება და იქნება პირველი საერთაშორისო ფესტივალი თბილისში, რომელიც სრულად დიზაინ მიმართულებას მიეძღვნება.

"თიბისი" და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. "თიბისისთვის", შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ღონისძიების თბილისში ჩატარება AD BLACK SEA-ს შემოქმედებითი პლატფორმის ზრდასა და დიზაინის მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ლექცია-სემინარს, პანელურ დისკუსიასა და ვორკშოპს, რომლებსაც სფეროს წამყვანი ადგილობრივი და უცხოელი დიზაინერები და ილუსტრატორები გაუძღვებიან. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები გაეცნობიან ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს და საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიოში სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ავსტრიელი დიზაინერი სტეფან საგმაისტერი, რომელსაც კარიერის განმავლობაში უმუშავია ისეთ ცნობილ პროექტებზე, როგორებიცაა - როლინგ სტოუნსის ალბომის ქავერი, HBO, გუგენჰაიმის მუზეუმი და სხვები.

თანამედროვე სამყაროში, დიზაინი არამხოლოდ შემოქმედებით ინდუსტრიაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება. "თიბისისთვის" მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს საქართველოში დიზაინ ინდუსტრიის განვითარებას, მის გამრავალფეროვნებას და სფეროს საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიონალების გამოცდილების ახალი თაობისთვის გაზიარებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics