|
2024-02-21 15:24:03, 585 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. "შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)