|
2024-02-20 21:25:13, 663 ნახვა
საზოგადოება
რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მამუკა გაწერელიას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის გენერალური პროკურატურის Telegram არხზე ვრცელდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ "2022 წელს გაწერელია ჩავიდა უკრაინაში, სადაც მან დადო კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და გაგზავნილ იქნა მარიუპოლში. იმყოფებოდა მრავალსართულიანი სახლის ბინაში, საიდანაც მან ცეცხლი გაუხსნა რუსეთის ოთხ სამხედრო მოსამსახურეს, რომელთაგან სამი გარდაიცვალა". მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში). "სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)