|
2024-02-20 16:29:31, 843 ნახვა
მსოფლიო
შვედეთი უკრაინას დამატებით 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
შვედეთი უკრაინას დამატებით 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: 10 სადესანტო შემტევ კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საჰაერო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურას და სასწრაფო დახმარების მანქანებს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, ახალი მხარდაჭერის პაკეტი სპეციალურად უკრაინის საჭიროებების შესაბამისად არის შექმნილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დახმარება მეომრების საჭიროებებს აკმაყოფილებს. "ეს [მხარდაჭერის პაკეტი] არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის მდგრადობაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ძლიერი ინვესტიცია ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)