|
2024-02-20 14:07:56, 665 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დამწყები მევენახეებისთვის ჯიღაურას ბაზაზე ტრენინგი გაიმართა
ვენახის გაშენების და ვაზის დარგვის წესებზე, ახალგაშენებული ვენახის მოვლასა და გასხვლის ტიპებზე დამწყებ მევენახეებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ტრენინგის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვლის პროცესში, ჯიღაურას ბაზაზე გაშენებულ ვაზის კოლექციებს გაეცნენ და საქართველოს მევენახეობის ისტორიაზე მიიღეს ინფორმაცია. "სწავლება ქართული ღვინის გილდიის პროფესიული გადამზადების პროგრამის „მევენახეობის მოკლე კურსი“ ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი აგრარულ დარგში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, ცენტრის ბაზებსა და ლაბორატორიებში რეგულარულად ატარებს უფასო ტრენინგებს და სემინარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)