|
2015-02-11 19:01:04, 706 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დეპუტატებთან მეორე სამუშაო შეხვედრა გამართა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მეორე შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების იმ ჯგუფთან, რომლის მუშაობის მიზანიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისა და იქ მცხოვრები ეთნიკური უმცირესობისათვის საბუთებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაა. შეხვედრას პარლამენტის მხრიდან ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი - ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი - სამველ პეტროსიანი და პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“ - რუსლან პოღოსიანი ესწრებოდნენ. იუსტიციის მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და ალექსანდრე ტაბატაძე. ჯგუფის სამუშაო პროცესში ჩართულია სსიპ სერვისების განვთარების სააგენტოს ხელმძღვანელობა და სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსი სოსო გიორგაძე. პირველი ასეთი შეხვედრა 2014 წლის 17 დეკემბერს დეპუტატ რუსლან პოღოსიანის ხელშეწყობით გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა სერვისების განვითარების სააგენტოსა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილობრივ ბიუროს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას. თანამშრომლობის შედეგად, ასეულობით ადამიანის ინდივიდუალური პრობლემა მოგვარდა. „ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატთან ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე თანამშრომლობა ძალიან დადებითი გამოცდილებაა და მიხარია, რომ ჩვენს მუშაობაში ახლა უკვე ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატიც აქტიურად ჩაერთო. ჩვენი შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მოქალაქის პრობლემა ბოლომდე არ იქნება გადაჭრილი. ნინოწმინდის შემთხვევაში, ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, რომ სამუშაო პროცესმა ათობით ისეთი პირი გამოკვეთა, რომელსაც საბჭოთა პერიოდის მერე არასოდეს არც ერთი საბუთი არ ჰქონია და სხვებთან ერთად, ამ პირების პრობლემებსაც ვაგვარებთ", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს იუსტიციის მინისტრმა.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)