|
2024-02-19 20:56:51, 655 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის პრესმდივანი - პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანამოაზრეების ცნობით, პოლიტიკოსის ცხედარს ოჯახს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიში აღნიშნავს, ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს გამომძიებლებმა განუცხადეს, რომ პოლიტიკოსის ცხედარს კიდევ ორი კვირა არ გადასცემენ, ვიდრე ექსპერტიზა გრძელდება. ამასთან ერთად, ოჯახის წევრებს ნავალნის ცხედრის ნახვის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევათ. „გამომძიებლებმა უთხრეს ალექსეის ადვოკატებსა და დედას, რომ ცხედარს არ გადასცემენ. მას კიდევ 14 დღის განმავლობაში რაღაც „ქიმიური ექსპერტიზა“ უნდა ჩაუტარონ“, - განაცხადა ნავალნის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა. შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)